ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
 
  • 22:15 – მეცნიერებმა აღმოაჩინეს თვალის წვეთები, რომელიც კატარაქტას ამარცხებს! 
  • 22:13 – ლიმონისა და ქოქოსის ზეთის ნარევი - ჭაღარა თმას გააქრობს და ბუნებრივი ფერი დაგიბრუნდებათ! 
  • 22:12 – ლიმონის 7-დღიანი დიეტა დეტოქსიკაციისა და ცხიმების დაწვისთვის! 
  • 21:57 – 10 სამკურნალო საშუალება, რომელიც ყელის ტკივილს წუთში მოგიხსნით! 

ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ TCR International Series-ის I ეტაპი მოიგო

ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ TCR International Series-ის I ეტაპი მოიგო
loading...
loading...
TCR International Series-ის 2017 წლის ჩემპიონატი 2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიხსნა.

საქართველოს სახელით TCR International Series-ის პირველ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia Force-ის წევრმა, ევროპის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ და სერბმა დუშან ბორკოვიჩმა იასპარეზეს.

ქაჯაიამ, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლაში პირველი ადგილი მოიპოვა, ორი რბოლის ჯამში I ეტაპი მოიგო.

პირველ რბოლაში ის პირველ ადგილზე გავიდა, მეორე რბოლაში მე-6 ადგილი დაიკავა, საერთო ჯამში კი 38 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ატილა ტაშის 6 ქულით აჯობა. ესპანელმა პეპე ორიოლამ 31 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

"უბედნიერესი ვარ, სიტყვები არ მყოფნის! მსურს მადლობა გადავუხადო ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის! ძალიან კარგი რბოლა იყო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წრის შემდეგ პატარა პრობლემა შემექმნა... საკუთარ ტრეკზე გამარჯვება განუმეორებელი განცდაა", - განაცხადა დათა ქაჯაიამ.

Mia Force-ის მეორე პილოტმა დუშან ბორკოვიჩმა საერთო ჯამში 14 ქულა მოაგროვა. პირველ რბოლაში მან 2 ქულა მოიპოვა, მეორეში - 12.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, TCR International Series-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი, ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები და მსოფლიოს წამყვანი სპორტული არხების ჟურნალისტები დაესწრნენ. რუსთავში 12 ქვეყნის 16-მა ავტომრბოლმა იასპარეზა. თჩღ Iნტერნატიონალ შერიეს-ის 2017 წლის ჩემპიონატის I ეტაპის ტელერეპორტაჟი მსოფლიოს 150 ქვეყანაში გადაიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სოლიდარობის ფონდსა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩემპიონატზე დასასწრები თითოეული გაყიდული ბილეთიდან გარკვეული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.

TCR International Series-ის 2017 წლის ჩემპიონატში კიდევ 9 ეტაპი (18 რბოლა) გაიმართება. მომდევნო ეტაპს 14-16 აპრილს ბაჰრეინი უმასპიონძლებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

ონლაინ ფილმები ქართულ ენაზე, საუკეთესო ხარისხის ფილმები
loading...
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი