ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
loading...
 
  • 23:16 – სასწაულმოქმედი ბრინჯისა და მაწვნის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კგ 
  • 22:05 – საუკეთესო მეთოდი ხელის კრემის მოსამზადებლად სახლის პირობებში! 
  • 22:04 – მანდარინის კანები - დაგიცავთ გაციებისა და ხველების დროს! 
  • 22:03 – სექსის შეცდომები,რომელსაც თითქმის ყველა მამაკაცი უშვებს საწოლში! 

18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
Загрузка...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდელებმა) რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ საფრანგეთს 2 ლელო დაუდეს, 2 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაუტანეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 18:36.

ეს იყო ზედიზედ მესამე ფინალი ევროპაში, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და ქართველი 18-წლამდელები შეხვდნენ. 2015 წელს გადამწყვეტ მატჩში ირლანდიისა და იტალიის ნაკრებების გავლით მოვხვდით და 0:57 დავთმეთ; შარშან ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში თამაშზე უარი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ თქვეს, ფინალში მარტივად გავედით და ფრანგებმა 42:0 იმარჯვეს.

წელს განდგომილების ნაცვლად ტურნირს კანადა, აშშ და იაპონია დაემატნენ. საფრანგეთში, ბრეტანში გამართულ რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კანადა 43:3, ხოლო ნახევარფინალში იაპონია 42:17 დაამარცხეს და ფინალში მასპინძელ საფრანგეთს ზედიზედ მესამედ შეხვდნენ.

ქართველმა 18-წლამდელებმა ნავსი გატეხეს და წელს მოედანი უქულოდ აღარ დავტოვეს, ფრანგებს ფინალში პირველად დავუდეთ ლელო (თანაც ორი) და მეტოქესთან 24 ქულით, 18-მდე შევამცირეთ ჩამორჩენა.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მაღალი დონის მეტოქეს ბოლო წუთამდე ბრძოლა შესთავაზეს და რიგ ეპიზოდებში სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს.

მაგრამ იყო შეცდომები, რომლითაც გამოცდილმა გუნდმა კარგად ისარგებლა. ფრანგი მორაგბეები გამოირჩეოდნენ სიმაღლით და აღნაგობით, რამაც დერეფანში თამაშისას პრობლემები შეგვიქმნა. მასპინძლებმა კარგად ითამაშეს დაცვაში და რამდენჯერმე შეძლეს ქართველთა იერიშების მოგერიება, შეტევებში კი, ჩვენი შცდომების და საკუთაერი სისწრაფის ხარჯზე 5 ლელო დაგვიდეს.

მეტოქის პირველი შეტევა ლელოს ხაზზე მოვიგერიეთ, მერე იქით შევუტიეთ და გიორგი ასათიანმა 55 მეტრიდან სცადა ანგარიშის გახსნა - მიმართულება კარგი იყო, მაგრამ დარტყმას ოდნავ ძალა დააკლდა. მეორე ჯერზე ლელოზე ვცადეთ თამაში და დერეფნის შემდეგ მეტოქის 22-ში მოლით შევედით, მაგრამ იქ ბურთი დაიკარგა. ფრანგებმა აღარ გარისკეს და მე-10 წუთზე ახლოდან ჯარიმა გაიტანეს, ხოლო მე-20 წუთზე სისწრაფეზე ხაზი გაჭრეს და პირველი ლელო დადეს - 10:0.

2 წუთში უმცროსი ბორჯღალოსნების მოლი მეტოქემ ჯარიმით შეაჩერა და თედო აბჟანდაძემ ფინალურ მატჩში ქართველებს პირველი ქულები შესძინა. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს და შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 22:3.

მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და აბჟანდაძემ ჯარიმიდან მორიგი 3 ქულა აიღო. ფრანგები მთელი თამაშის განმავლობაში ხშირად ჯარიმდებოდნენ და მატჩის მიწურულს ამის გამო სინბინით კაციც დაკარგეს, მაგრამ მანამდე კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ლელომდე უპირატესობას ქართველი მორაგბეები ფლობდნენ, ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ და ლელოზე თამაშობდნენ, მაგრამ დასკვნით ეპიზოდებში ბურთი იკარგებოდა და ამ ფონზე მე-5 ლელო ალოგიკური იყო.

მიუხედავად 30-ქულიანი უპიირატესობისა (36:6), უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს ბრძოლა დაუფასდათ. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 5-მეტრა დერეფანს მოლი მოყვა და ფინალში ფრანგებთან პირველი ქართული ლელო გიორგი ახალაძემ დაამიწა. მატჩის მიწურულს ფრანგები მოლში გაგვიძალიანდნენ, ვანო კარკაძემ შეტევის დასრულება თავის თავზე აიღო, კონტაქტით ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ბურთი ლელოში დაამიწა. აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ფრანგებთან მისაღები შედეგი დააფიქსირა - 18:36.

ამრიგად, 18-წლამდელთა შორის უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ გავიდნენ მეორე ადგილზე, ჩემპიონი მესამედ გახდა საფრანგეთი, ხოლო მესამე ადგილი იაპონიას ერგო, რომელმაც პორტუგალიას 22:16 მოუგო. მე-5 ადგილისთვის ესპანეთმა ბელგიას 55:7 აჯობა, ხოლო მე-7 ადგილი კანადას ერგო, რომელმაც აშშ-ს 13:12 სძლია. скачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი