ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
 
  • 22:15 – მეცნიერებმა აღმოაჩინეს თვალის წვეთები, რომელიც კატარაქტას ამარცხებს! 
  • 22:13 – ლიმონისა და ქოქოსის ზეთის ნარევი - ჭაღარა თმას გააქრობს და ბუნებრივი ფერი დაგიბრუნდებათ! 
  • 22:12 – ლიმონის 7-დღიანი დიეტა დეტოქსიკაციისა და ცხიმების დაწვისთვის! 
  • 21:57 – 10 სამკურნალო საშუალება, რომელიც ყელის ტკივილს წუთში მოგიხსნით! 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლატვია 5:0 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლატვია 5:0 დაამარცხა
loading...
loading...
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წელს პირველი შეხვედრა მოიგო: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვია ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 გაანადგურა!

ვაისის ნაკრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მე-18 წუთზე ჯანო ანანიძემ გიორგი ქვილითაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია, 33-ე წუთზე კი თავად ქვილითაიამ გაიტანა: ეფექტურად, კუთხურის შემდეგ გადაგზავნა ბურთი ლატვიელთა კარში.

მეორე ტაიმში საქართველომ 3 გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ქვილითაიამ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა, 77-ე წუთზე ჯანო ანანიძემაც დუბლი მიითვალა - საჯარიმოს გარედან უძლიერესი გასროლით შეაგდო გოლი, 89-ე წუთზე კი გიორგი არაბიძემ სტანდარტული შეასრულა უნაკლოდ - 5:0.

ეს იყო მეტოქეთა მერვე დაპირისპირება. საქართველომ და ლატვიამ 3-3 მატჩი მოიგეს, 2-ჯერ კი ფრედ ითამაშეს. გუშინდელი გამარჯვების წყალობით, „ჯვაროსნებს" ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ - 14:10. საგულისხმოა, რომ საქართველომ სამივე შემთხვევაში ამხანაგურ დაპირისპირებაში იმარჯვა, ოფიციალურ მატჩებში კი ლატვიელებმა ორჯერ მოიგეს, ორჯერაც ფრედ ითამაშეს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად სძლია მეტოქეს დიდი ანგარიშით და პირველად 1998 წლის და ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ.

ეს „ჯვაროსნების" პირველი მოგება დიდი ანგარიშით 2015 წლის 8 ოქტომბერის შემდეგ. იმ დღეს საქართველომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირში გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 სძლია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

ონლაინ ფილმები ქართულ ენაზე, საუკეთესო ხარისხის ფილმები
loading...
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი