ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
 
  • 20:00 – როგორ მოვამზადოთ დაბალკალორიული ნამცხვარი ჭარხლისგან! გაიგეთ ის რაც აქამდე არ იცოდით და არ გსმენიათ! 
  • 19:57 – 5 გზა თუ როგორ აიცილოთ თავიდან კბილების ფერის ცვლილება და როგორ მოიშოროთ მოწევისგან დატოვებული ლაქები ნატურალურად. 
  • 19:56 – გაიგეთ მიზეზი რა იწვევს შებერილ მუცელს, როგორ უმკურნალოთ მას და დაიკლოთ წონაში სულ რაღაც ერთ ღამეში! 
  • 19:54 – 52 წლის ქალბატონი ჩინეთიდან, რომელიც თავისი ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს, რაც მხოლოდ და მხოლოდ უბრალო სამზარეულოს ინგრედიენტს წარმოადგენს. 

"სიკვდილის მერე გავიგეთ, რომ ქალიშვილი იყო" - ქმრისთვის შენახული ნამუსი და ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრება

Загрузка...
ქართველი ქალების მეოჯახეობასა და უანგარო სიყვარულზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ის, რაც ნინელი ბობოხიძემ გააკეთა, თითქმის დაუჯერებელი ისტორიაა. სამწუხაროდ, ნინელი 5 წელია გარდაიცვალა, მისი ისტორია მისმა დამ გვიამბო (მოქმედი პირების სახელები შეცვლილია):

- ნინელიმ და ზურამ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. მერვე კლასიდან გადმოვიდა, ზურა ნინელის კლასში და გაცნობის დღიდან ერთად იყვნენ. ყველას მოსწონდა მათი ურთიერთობა, ზურას დედის გარდა. თავიდან არავინ ვაქცევდით ზურას დედის რეაქციას ყურადღებას, რადგან ვამბობდით, დედისერთა ბიჭია და დედა ეგოისტურად იქცევა, რომ დაქორწინდებიან და ნინელის კარგად გაიცნობს, ასე აღარ გაგრძელდებაო.

- როცა დაქორწინდნენ, როგორ გარგძელდა ურთიერთობა?
- სკოლის დასრულებისთანავე დაქორწინდნენ. დედამთილი პირველი დღიდანვე უმწარებდა სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ, ქორწილზე, როცა მეფე-პატარაძალს ლოცავდნენ, ეს ქალი ტიროდა, რა უბედურია ჩემი შვილი, ეს რომ მოიყვანაო, მაგრამ ზურას და ნინელის ისე უყვარდათ ერთმანეთი, მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ უმაღლესში არცერთმა ჩააბარა. ზურამ მალევე იშოვა სამსახური. ბიძამ გემზე დააწყებინა მუშაობა და წელიწადში 6 თვე ზღვაში იყო, ხოლო ნინელი დედამთილთან.

- თუ ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონდათ, რატომ ჩერდებოდა?
- სხვაგან რომ წავიდე, ხალხი იტყვის ცუდი ურთიერთობა აქვთ და ზურას სახელი გაუფუჭდებაო. ამიტომ ითმენდა ყველაფერს. მამამთილი, როცა ზურა გაიცნო, უკვე გარდაცვილი ყავდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან კარგი კაცი ყოფილა. დედამთილი მაქსიმალურად ცდილობდა ნინელის გამწარებას; ის კი არა, ისეთი ჭორების გავრცელებასაც არ ერიდებოდა, რითაც ზურას სახელს უტეხდა. სამწუხაროდ, შვილი არ გაუჩნდათ და დედამთილი ჭორებს ავრცელებდა, მეათე კლასში ნინელი უცხო ბიჭისგან დაორსულდა, მერე აბორტი გაიკეთა და უშვილო დარჩაო.

- ზურას არ ქონდა ამ ყველაფერზე რეაქცია?
- რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც 6 თვე წასული ხარ, რამე შეცვალო. ნინელის სულ თავს ევლებოდა. სხვა ასეთი მოსიყვარულე ადამიანი არც კი მინახავს. შვილის აყვანა არც უფიქრიათ. ნინელი არც აგრძნობინებდა ზურას თავის ტკივილს და დედამთილს ისე ექცეოდა, თითქოს მისგან შეურაცხყოფა არც ჰქონია მიყენებული. ძალიან ეკლესიური იყო და ამანაც განაპირობა მისი მომთმენი ხასიათი.

- როდის გაიგეთ, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული?
- ზურა ახალი წასული იყო. ნინელის გულის მხარე ჰქონდა ტკივილები და დიდი ხვეწნის მერე გამომყვა ექიმთან და აღმოჩნდა, რომ მკერდის კიბო ქონდა და თან ბოლო სტადია. მაშინვე დავურეკეთ ზურას და გზიდან მობრუნდა. ჩამოსვლიდან 2 დღეში გარდაიცვალა ნინელი. ძალიან დაუჩქარდა პროცესი. ზურას არ სჯეროდა, რომ მხოლოდ სიმსივნის ბრალი იყო და გაკვეთა მოითხოვა.

- და გაკვეთისას გაიგეთ, რომ ნინელი ისევ ქალიშვილი იყო?
- დიახ, გაკვეთას ჩვენ არ დაგვასწრეს, მაგრამ ექიმი რომ გამოვიდა გარეთ, იკითხა, ეს ხომ გათხოვილი იყოო, კი-მეთქი და შევატყვე, რომ ზურა შეცბა. მხოლოდ მე და ზურა ვიყავით იქ. გაოცებული ვარ, ქალიშვილი იყოო, გვითხრა ექიმმა და გავიდა. მერე გამომიტყდა ზურა, რომ თურმე იმპოტენტი ყოფილა და იმიტომ არ უჩნდებოდათ შვილი, ჩემი საცოდავი და კი ნამუსს არ ურცხვენდა, იმდენად უყვარდა თავის ქმარი. მეც
Advertisement
კი მატყუებდა, ხან რას მეტყოდა, ამის პრობლემა მაქვსო, და ხან რას.

- დედამთილმა გაიგო ეს ამბავი?
- კი გაიგო და ისევ ნინელის ლანძღვა დაიწყო. ცოცხალმა ხო გამიმწარა შვილი და ახლა მკვდარიც არ ასვენებსო. ზურა ისე გამწარდა, საცემრად გაიწია. დაკრძალვის მეორე დღეს წავიდა ზურა და 5 წელია აღარც მოუკითხავს დედამისი. ნინელის დედამთილი ახლახან ჩვენთან იყო მოსული, პატიება გვთხოვა და იქნებ უთხრათ ზურასაც, ჩამოვიდეს შენდობა მინდა ვუთხრაო. ზურა არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ჩემი და რომ ცოცხალი იყოს, დარწმუნებული ვარ ამასაც აპატიებდა.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
cialis tadalafil 20mg uk
cialis
100mg generic cialis lowest price
<a href="http://cialisgrudj.com/">cialis</a>
cialis side effects eyes
http://cialisgrudj.com/
acquistare cialis generico in italia

dosage strengths of cialis
<a href="http://cialispaxl.com/">cialis generic</a>
cialis maximum daily dose
generic cialis
generic cialis super active
http://cialispaxl.com/
viagra cialis generico
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი