ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
loading...
 
  • 23:16 – სასწაულმოქმედი ბრინჯისა და მაწვნის დიეტა - 3 დღეში მინუს 3 კგ 
  • 22:05 – საუკეთესო მეთოდი ხელის კრემის მოსამზადებლად სახლის პირობებში! 
  • 22:04 – მანდარინის კანები - დაგიცავთ გაციებისა და ხველების დროს! 
  • 22:03 – სექსის შეცდომები,რომელსაც თითქმის ყველა მამაკაცი უშვებს საწოლში! 

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ემოციური ბავშვები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ემოციური ბავშვები
Загрузка...
პატარები ზოგადად სათუთი არსებები არიან. თუმცა, არსებობენ ბავშვები, რომელთა ფსიქიკასაც მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მოფრთხილება ესაჭიროება საიმისოდ, რომ მომავალში იგი ემოციურად არამდგრად და გაუწონასწორებელ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანია გამორჩეული:

კურო – ასეთი ბავშვი ერთი შეხედვით მშვიდი და დამყოლი მოჩანს. იგი იშვიათად აწუხებს მშობლებს სიცელქითა და აურზაურით. მაგრამ კუროებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ კომფორტის მიმართ. ამიტომ პატარა ასაკში მისთვის საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა არამც და არამც არ შეიძლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ შვილს პერიოდულად ბებია-ბაბუასთან ტოვებთ, შესაძლოა, მასში საკმაოდ მძაფრი პროტესტის გრძნობა გაჩნდეს სიტუაციის ცვალებადობის გამო. კურო სტაბილურობის მოყვარული ნიშანია. ამიტომ ასეთი ბავშვი ძნელად ეგუება ახალ გარემოს. საამისოდ მას დრო და ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება. თუკი თქვენ ასეთ ბავშვს ხშირად აიძულებთ საიხლეებთან შეგუებას, მისი ჩუმი პროტესტი სამომავლოდ წონის პრობლემების სახით გამოვლინდება. ასტროლოგები ამ ფაქტს "ვენერას დაცვას" უწოდებენ. როცა გარშემო სიტუაცია ქაოსურია, კურო ჭამით იმშვიდებს ფსიქიკას.

კირჩხიბი – იგი მშიშარა, ზოგჯერ ასოციალური და ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვია. დედის გარეშე დიდ ასაკამდე არ იძინებს და ხშირად მამასაც "ითრევს" ამ გაუგებრობაში. კირჩხიბი განცდიანი ბავშვია, მას უზომოდ აქვს წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი განვითარებული. ამიტომ ხშირად სახლში კონფლიქტური სიტუაციისგან თავის დასაცავად იგონებს წარმოსახვით, არარსებულ მეგობრებს, რომელთან ერთადაც თამაშობს. ნუ გგონიათ, რომ ამ პატარა არსებას ოჯახური პრობლემები არ ადარდებს ან ვერ ხვდება, თუნდაც საქმე მას საერთოდ არ ეხებოდეს, იგი "კანით იგრძნობს" თუკი დედას, ბებიას ან სხვა შინაურს რაიმე სახის პრობლემები დაატყდა თავს. აუცილებლად მოუფრთხილდით მის წარმოსახვას, ხშირად "დამუხტეთ" იგი პოზიტივით, რათა სამომავლოდ მისგან ნაკლებად სენსიტიური და ემოციურად გამძლე პიროვნება გაიზარდოს.

მორიელი – მორიელი ბავშვის გაზრდა მარტივი რომ არაა, ამ ფაქტს ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა მორიელი რთული ხასიათით გამოირჩევა, იგი ამასთანავე უზომოდ ემოციური და განცდიანი ინდივიდიცაა. მისი ხასიათის ფორმირებაზე სამომავლოდ გავლენას იქონიებს არამხოლოდ მშობლების სიმკაცრე, არამედ მათი გადამეტებული ლოიალურობაც. ამიტომ, როცა ასეთი ბავშვის მშობელი ხართ მასთან ოქროს შუალედის დაცვა მოგიხდებათ. თუკი, მას ზედმეტი სიმკაცრით მოექცევით, მომავალში ჩაკეტილი და ასოციალური პიროვნება გაიზრდება. ხოლო ზედმეტი მოფერებით მისგან საშიშ მონსტრს ჩამოაყალიბებთ და იგი სამომავლოდ თავისზე სუსტების ჩაგვრასაც არ მოერიდება.скачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი