გიფიქრიათ თუ არა რატომ გვატირებს ხახვი? გასწავლით ხრიკს, როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე » გაიგე მეტი ვიდრე იცი !
ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
 
  • 20:00 – როგორ მოვამზადოთ დაბალკალორიული ნამცხვარი ჭარხლისგან! გაიგეთ ის რაც აქამდე არ იცოდით და არ გსმენიათ! 
  • 19:57 – 5 გზა თუ როგორ აიცილოთ თავიდან კბილების ფერის ცვლილება და როგორ მოიშოროთ მოწევისგან დატოვებული ლაქები ნატურალურად. 
  • 19:56 – გაიგეთ მიზეზი რა იწვევს შებერილ მუცელს, როგორ უმკურნალოთ მას და დაიკლოთ წონაში სულ რაღაც ერთ ღამეში! 
  • 19:54 – 52 წლის ქალბატონი ჩინეთიდან, რომელიც თავისი ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს, რაც მხოლოდ და მხოლოდ უბრალო სამზარეულოს ინგრედიენტს წარმოადგენს. 

გიფიქრიათ თუ არა რატომ გვატირებს ხახვი? გასწავლით ხრიკს, როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე

გიფიქრიათ თუ არა რატომ გვატირებს ხახვი? გასწავლით ხრიკს, როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე
Загрузка...
ყველასთვის ცნობილია სიტუაცია, როცა ხახვს ვჭრით და ვტირით გამეტებით, თითქოს საინტერესო დრამას ვუყურებდეთ. გიფიქრიათ თუ არა ოდესმე მიზეზზე, რატომ ვტირით ხახვის დაჭრისას? ხახვი შედგება არამდგრადი ქიმიკალებისგან, რაც იწვევს თვალის გაღიზიანებას. როცა ხახვს ჭრით მასში უჯრედები იხლიჩება და გამომუშავდება ფერმენტი სახელწოდევით allinase, რომელიც, თავის მხრივ, გამოიმუშავებს ქიმიკალებს, რაც შემდეგ იმ მოლეკულებში იშლება, რაც სურნელზეა პასუხისმგებელი. სწორედ ეს აძლევს ხახვს სპეციფიურ გემოსაც. როცა ქიმიკალი კონტაქტში შედის რქოვანასთან, ნერვიული დაბოლოება სიგნალს გზავნის ტვინთან და აცნობს, რომ სახეზეა გამაღიზიანებელი ფაქტორი. საბოლოო ჯამში სიგნალი ტვინიდან საცრემლე ჯირკვლისკენ მიემართება და პროცესიც ცრემლით მთავრდება.

საუკეთესო მეთოდი, თუ როგორ დავჭრათ ხახვი ცრემლების გარეშე:
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბასრი დანის გამოყენება, რადგან ამ გზით უფრო სწრაფად დაჭრით და უფრო ნაკლებ ზიანსაც მიაყენებთ თვითონ ხახვის უჯრედებს, რომელთა ჰაერში გაფრქვევაც იწვევს ცრემლს, როგორც ზემოთ ავხსენით.
აიღეთ ხახვი და არ გაფცქვნათ, სანამ მზად არ იქნება დასაჭრელად, ქვედა მხარით დადევით საჭრელ დაფაზე და ზედა ნაწილი, სადაც თავი აქვს მოთავსებული ამოჭერით წრიული მოძრაობით და ამოაცალეთ ამოჭრილი ნაწილი. მხოლოდ ამის შემდეგ მოაცილეთ კანი და დაჭერით სასურველ ფორმაზე.

ხრიკები ხახვის დაჭრისთვის:
შეინახეთ მაცივარში ხახვი 15 წუთით ადრე ვიდრე დაჭრას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ მისი გამოღება მანამ სანამ ძალიან გამაგრდება. რატომ გამოგვადგება ეს? მაცივრის ტემპერატურა ამცირებს ხახვისან ქიმიური ნივთიერებების გარეთ გამოსვლას, იმავე ეფექტი აქვს მაღალ ტემპერატურასაც, სწორედ ამიტომაა, რომ მოშუშული თუ მოხარშული ხახვი არასდროს გატირებთ.

აიღეთ ხახვი და დაალბეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ამ დროს ქიმიური ნივთიერებები გარეთ გამოდიან, მაგრამ მათ შეიწოვს წყალი. თუმცა ამ ხრიკმა შესაძლოა გემოც შეუცვალოს ხახვს, ამიტომ გაითვალისწინეთ საჭმლის მომზადებისას.скачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი