ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
 
  • 20:00 – როგორ მოვამზადოთ დაბალკალორიული ნამცხვარი ჭარხლისგან! გაიგეთ ის რაც აქამდე არ იცოდით და არ გსმენიათ! 
  • 19:57 – 5 გზა თუ როგორ აიცილოთ თავიდან კბილების ფერის ცვლილება და როგორ მოიშოროთ მოწევისგან დატოვებული ლაქები ნატურალურად. 
  • 19:56 – გაიგეთ მიზეზი რა იწვევს შებერილ მუცელს, როგორ უმკურნალოთ მას და დაიკლოთ წონაში სულ რაღაც ერთ ღამეში! 
  • 19:54 – 52 წლის ქალბატონი ჩინეთიდან, რომელიც თავისი ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს, რაც მხოლოდ და მხოლოდ უბრალო სამზარეულოს ინგრედიენტს წარმოადგენს. 

რჩევა გამოცდილი ფერმერისგან - 5 ხრიკი, თუ როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საზამთრო!

რჩევა გამოცდილი ფერმერისგან - 5 ხრიკი, თუ როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საზამთრო!
Загрузка...
ტკბილი, წყლიანი და გემრიელი საზამთრო ზაფხულის ცივ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნო საჭმელია, რომელიც თქვენს ორგანიზმს, შეიძლება ითქვას, ატენიანებს კიდეც. ალბათ ფიქრობთ, რომ საზამთროს ყიდვისას კარგის არჩევა მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული, რაც არასწორია, რადგან არსებობს გარკვეული ხრიკები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ საუკეთესო საზამთროს შეძენას თქვენს ცოდნაზე დაყრდნობით და აღარ დაგჭირდებათ იღბალი.

1. “მიწის ლაქა”
საზამთროს შეძენის დროს აუცილებლად დააკბირდით მის ქვედა მხარეს, იმ ნაწილს, რომლითაც ის მიწას ეხება. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ნებისმიერი საზამთრო მიწაზე გარკვეული პერიოდის გაჩერების შემდეგ ტოვებს კვალს, შესაძლოა იყოს ეს თეთრი, მოყვითალო ან კარგი ოქროსფერი. თუ შეამჩნიეთ, რომ თეთრი ფერისაა, ეს ნიშნავს, რომ არ დამწიფებულა, ყოველთვის უნდა ეცადოთ შეიძინოთ ის საზამთრო, რომლის “მიწის ლაქაც”, ასე უწოდებენ მას, ყველაზე მუქია, საუკეთესო შემთხვევაში ეს არის ოქროსფერი.

2. ბიჭი თუ გოგო?!
იცოდით, რომ სქესი საზამთროსაც აქვს? როგორც წესი, შედარებით მაღალ და ოვალური ფორმია საზამთროს უწოდებენ ბიჭს, ხოლო უფრო მომრგვალებულს კი გოგოს. მათ შორის სხვაობა ისაა, რომ პირველ შემთხვევაში საზამთრო უფრო წყლიანია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი უფრო ტკბილი.

3. ზომა
ალბათ გიფიქრიათ, რომ დიდი ზომის საზამთრო უკეთესია?! თქვენ ერთადერთი არ ხართ. ხალხის უმრავკესობა მიიჩნევს, რომ მოზრდილი ზომის საზამთრო ბევრად გემრიელია, რაც არ არის სწორი მიდგომა. თუმა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც ძალიან პატარა ზომის საზამთროა კარგი. საუკეთესო გამოსავალი არის ოქროს შუალედი, უნდა შეარჩიოთ საშუალო ზომის, რომელიც არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა არ იქნება.

4. ყუნწი
ყუნწის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ რამდენად მწიფეა საზამთრო. თუ მისი ყუნწი მწვანე ფერისაა, მაშინ გამოდის, რომ საზამთრო ნაადრევად აიღეს და არც ტკბილი იქნება, მაგრამ თუ ყუნწი გამომშრალია, ესეიგი ის საკმარისად მწიფე და შესაბამისად, ძალიან გემრიელიცაა.

5. ფერი
საუკეთესო, უკვე დამწიფებული საზამთრო უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის და ნაკლებად უნდა იყოს ნათელი ან მბრწყინავი. საზამთროებს, რომელსაც კრიალა, მბზინვარე ელფერი აკრავთ და მადისაღმძვრელად გამოიყურებიან, ჩვეულებრივ არ არიან დამწიფებულნი და არც ტკბილი გემოთი გამოირჩევიან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი