ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
 
  • 22:15 – მეცნიერებმა აღმოაჩინეს თვალის წვეთები, რომელიც კატარაქტას ამარცხებს! 
  • 22:13 – ლიმონისა და ქოქოსის ზეთის ნარევი - ჭაღარა თმას გააქრობს და ბუნებრივი ფერი დაგიბრუნდებათ! 
  • 22:12 – ლიმონის 7-დღიანი დიეტა დეტოქსიკაციისა და ცხიმების დაწვისთვის! 
  • 21:57 – 10 სამკურნალო საშუალება, რომელიც ყელის ტკივილს წუთში მოგიხსნით! 

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
loading...
loading...
ვერძი
შეეხმიანეთ იმ ადამიანებს ვისაც თქვენი დახმარება და პრობლემების მოგვარება შეუძლია. აგრეთვე, მათ, ვინც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გააცანით მათ თქვენი გეგმები, შეეცადეთ დააინტერესოთ.

კურო
თუ გარშემო კარგად მიმოიხედავთ, შეამჩნევთ ადამიანს, რომელსაც თქვენ მიმართ სიმპათია გააჩნია. იგი ნამდვილი ბედის საჩუქარია, უღალატო მეგობარი. რომელიც მომავალში არაერთხელ დაგიმტკიცებთ ერთგულებას.

ტყუპი
ნუ წამოიწყებთ ერთდროულად ორ საქმეს, ნუ ეცდებით ერთდროულად ორი რომანის გაბმას. ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ და ისე იმოქმედეთ. თქვენი დაბნეულობით შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს და შეუმჩნევლად აგართვათ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საფრთხე იმაშია, რომ არჩეული გზიდან ვეღარ გადაუხვევთ და ვერც მეგობრები დაგეხმარებიან. მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იმოქმედოთ.

ლომი
დღის განმავლობაში მოვლენები ისე შეიცვლება, რომ დაგეგმილი საქმეების სამომავლოდ გადადება და სიტუაციის შესაბამისად მოქმედება მოგიწევთ. კეთილსინდისიერად მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული
მაქსიმალურად ეცადეთ არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია კამათი კოლეგებთან, უფროსთან. შეიძლება თქვენი სიმართლის დამტკიცება ტონის აწევითა და კარის შენგრევით მოგიწიოთ.

სასწორი
ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ, რა რესურსები გაქვთ და რისი გაღება შეგიძლიათ სასურველის მისაღებად. გარშემო მყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ.

მორიელი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და ნებისმიერ დასახულ მიზანს ადვილად მიაღწევთ. კარგი დღეა გლობალური საკითხების წამოსაჭრელად და მუშაობა მათი მოგვარებისთვის.

მშვილდოსანი
თუ რომელიმე სფეროში წარმატების მიღწევა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. უმოძრაოდ ყოფნა სიკეთეს არ მოგიტანთ. შეეხმიანეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარება, სწორი მიმართულების მოცემა შეუძლია.

თხის რქა
დღეს იმის ნაწილს მიიღებთ, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. თუ შემდეგ ნაბიჯებსაც ჭკვიანურად გადადგამთ, ძალიან მალე ყველაფერს სრულად მიიღებთ.

მერწყული
დღეს ორიგინალური იდეების გენერატორი იქნებით. ადვილად დაარწმუნებთ გარშემო მყოფებს საკუთარ უნიკალურობაში. მთავარია, ისეთ ადამიანს შეეხმიანოთ ვინც მატერიალურ საკითხებს მოგიგვარებთ და იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ.

თევზები
მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, რადგან მომავალში მათთან შერიგება გაგიჭირდებათ. აგრეთვე, თუ გრძნობთ, რომ ადამიანს უნებურად აწყენინეთ, შეეცადეთ, გამოასწოროთ სიტუაცია.скачать dle 10.5фильмы бесплатно

ონლაინ ფილმები ქართულ ენაზე, საუკეთესო ხარისხის ფილმები
loading...
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი